გიორგი გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას განაცხადა, გადადგება თუ არა თანამდებობიდან.

შსს მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივი სცენ პოლიციელებს.

“ის რაც ხდება ეხლა არის არა სამწუხარო არამედ ტრაგედია.როგორც არ უ და დამთავრდეს ეს შეტევა როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შეკრებას ყველაფერს ექნება თავისი სახელი და დაისჯება. მივცეთ პოლიციას ღირსეული საშუალება შეასრულოს თავისი საქმე. ამ ჯგუფიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოაგდო 2 გვარი, რომლებსაც ჰქონდა დარღვევა როგორც კი საჭირო იქნება მაშინვე გადავდგები.”,-განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...