გიორგი გახარია: როგორი არიფები არიან, ასეთ ბანერებს რომ აკეთებენ და მერე ამბობენ, მეც არ მომწონსო

ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების თემას, რომლებზეც მისი ფოტოც არის დატანილი.

როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ხლა ეს ის ამორალური კამპანიაა, რომელსაც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს.

„ახლა ეს ის ამორალური კამპანიაა, რომელსაც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. სამწუხაროდ, ეს ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა. ეს ყველაფერი მორალს მიღმაა. მერე ასეთი პოზების დაჭერა, რომ მე რა შუაში ვარ, აი, მაგარი არიფები არიან. როგორი არიფები არიან, ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ და მერე გამოდიან და ამბობენ, მეც არ მომწონსო. ამორალობის ეს დონე, ფსკერი, იმის მაგივრად, რომ ხალხს ველაპარაკებოდეთ კომუნალურ საკითხებზე, მუნიციპალურ საკითხებზე, გზებზე, ტრანსპორტზე და კიდევ რამეზე, ნუ, არ ვიცი. ამას ვეძახი, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში. წარსულში იყო „ნაცები“, მაგრამ თბილისელებს ეს ვერ მოატყუებს. ესენი იმიტომ არიან არიფები, რომ გონიათ, ამით გამოძვრებიან, ვერ გამოძვრებიან.

რა მნიშვნელობა აქვს ვისი გაკრულია. მე ვთქვი, არიფები არიან, რომ გონიათ, ამ პლაკატებით ფონს გავლენ. მაშინაც ვთვლიდი, რომ ამ პლაკატებით ფონს ვერ გახვიდოდი. ერთი და იგივე შეცდომას ათჯერ რომ გაიმეორებ და თან რომ გგონია, ამით თბილისს მოატყუებ, არიფი ხარ, აბა, რა ხარ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...