გიორგი გახარია: რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა, ქვეყანამ და მოქალაქემ გაიარეს

“ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დაიცავდა”.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეების რელიგიური ნიშნის მიხედვით დამოკიდებულებასთან დაკაშირებული ოპოზიციის მხრიდან დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ გაიარა, მოქალაქემ გაიარა, არც მე და არც თქვენ. თქვენ იყავით ერთი მხრიდან, როლებიც პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ხედავდით, ახლა შევანჯღევთ და იქნებ როგორმე კონფლიქტი გაჩნდეს, ამას ცდილობდით, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანდა. რეალურად მარტივი რაღაც მოხდა, ადამიანმა, მოქალაქემ დაიჯერა, ენდო მთავრობას და თქვა, რომ მე, ჩემი რელიგიური მრწამსის აღსრულებისას გარკვეულ წესებს დავიცავ და ეს წესები იყო სადღაც ორი მეტრი იყო, სადღაც უფრო მეტი. იყო ერთეული შემთხვევები, სადღაც მართლაც მოხდა რაღაც. ამ ყველაფერში მთავრი არის ის, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც არის ათასწლოვანი ისტორიის ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი, შეიცვალა ისე, რომ ადამიანებს მოუწოდებდა იმას არა, რასაც მთავრობისთვის იქნებოდა კარგი, რომ სასულიერო მსახურება აღდგომის ღამეს არ აღვასრულოთ, ამას არ მოუწოდებდა, მოუწოდებდა ეს გავაკეთოთ, ოღონ დავიცვათ წესები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ქართული ეკლესიის სურათები მსოფლიოში, სადაც ადამიანები ლოცულობენ ორმეტრიანი დისტანციით. ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ეპიდემიური აფეთქება არ მივიღეთ. მართალი რომ ვიყავით ეს გაიგეთ“, – მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს. პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად