გიორგი გახარია: რაც შეეხება იმას, ვიღებ თუ არა კირკიტაძოს ბოდიშს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავით კირკიტაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე – იღებს თუ არა კირკიტაძისგან ბოდიშს, განაცხადა, რომ მიესალმება პოლიციელებისთვის ბოდიშის მოხდას

„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ ბატონმა  კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს,  არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ ვიღებ თუ  არა ასეთ ბოდიშს.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად