გიორგი გახარია: რატიანის ვიდეოს გავრცელების მომენტი არასასიამოვნო იყო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ვიდეომასალის გავრცელების საკითხი არასასიამოვნო იყო. ამის შესახებ მინისტრმა კულტურის სამინისტროს დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მწერლებს და გამომცემლებს შეხვდა.

გიორგი გახარიას თქმით, რატიანის საქმე უმაღლეს ხარისხზე იქნება გამოძიებული.

"რა თქმა უნდა, გაიჟღერა რატიანის ქეისმაც. ეს კონკრეტული შემთხვევა დეტალურ გამოძიებას საჭიროებს, რომ შინაგანი რწმენა ორივე მხარეს იყოს მაქსიმალურად მაღალი საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან იქნება უმაღლეს ხარისხზე გამოძიებული. ვიდეოს გავრცელების მომენტი არასასიამოვნრო იყო. ეს არის სამწუხარო მომენტია, თუმცა ვფიქრობ, რომ მხარეები ამ გამოწვევას გაუძლებენ და უპასუხებენ", – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად