გიორგი გახარია: ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა

“ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა არის ჩემი პასუხისმგებლობა” – განაცხადა ტელეწამყვანებთან შეხვედრისას შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

“ყველაფერი დაწყებიდან დასრულებამდე არის ჩემი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე, ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერი რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, პოლიციელებს მათ შორის… მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა.

ის ადამიანები აბსოლუტურად, ერთმნიშვნელოვნად თავიანთ ფუნქციას ასრულებდნენ და იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, იცავდნენ ადამიანებს სიმშვიდეს…. ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული შესაბამისად საზოგადოების მიერ” – განაცხადა გიტგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად