გიორგი გახარია: ყურძნის მოსავალი დროულად უნდა იყოს დაბინავებული

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კახეთში მიმდინარე რთველთან დაკავშირებით განაცხადა.

“ორ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ პირველი ეს გახლავთ კახეთში მიმდინარე რთველი და ლევან დავითაშვილი მოგვახსენებს ამაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული ეს ბატონმა ლევანმა ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ ის დღეს მედიასა გააცნობს“- განაცხადა გიორგი გახარიამ და იქვე დასძინა რომ რთველთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას მინისტრი მედიის წარმომადგენლებსაც მიაწვდის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად