გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ეკონომიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყატარს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რაც სამომავლოდ უნდა იქნას გამოყენებული.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების, ასევე ხალხთაშორის კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

როგორც ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა აღნიშნა, ყატარის მხარე დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით და ისინი საქართველოს ხელისუფლებაში ხედავენ მყარ და მტკიცე პარტნიორს, რომელთან ერთადაც სამომავლოდ კონკრეტული პროექტების განხორციელებას განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად