გიორგი გახარია ქედელებს: ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა, ქაოსი უნდა დამთავრდეს – გლეხი კაცი ღირსეულად არჩენს თავის ოჯახს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – გიორგი გახარია რეგიონებში ვიზიტებს განაგრძობს. გახარიამ დღეს ქედასა და ხელვაჩაურში გახსნა პარტიის ახალი ოფისები და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩათვალეთ, რომ დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ – ჩვენ თან პარტიას ავაშენებთ, თან არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ არაფერი სხვა არ გვინდა – ქაოსი უნდა დამთავრდეს , სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ადამიანი უნდა გრძნობდეს, სახელმწიფოს დგომას ზურგსუკან. წყანარად, მშვიდად, კეთილსინდისიერად თუ იშრომებს – გლეხი კაცი ღირსეულად არჩენს თავის ოჯახს – ეგ არის და ეგ. შესაძლებელია ეს? შესაძლებელია და საკმაოდ სწრაფად. ხელი დაეტყობა აქაურობას – პატრონი გამოუჩნდება და რაც მთავარია, ძლიერი სახელმწიფოსთვის გადადგმული იქნება კონკრეტული ნაბიჯები.“ – მიმართა გახარიამ მოსახლეობას.

„თქვენ შეიძლება ძალიან სწორი და სამართლიანი კითხვა გქონდეთ, რომ იქ არ იყავიო და გაგეკეთებინაო. ასევე პირდაპირ სამართლიანად და ღიად გეუბნებით, რომ რისი გაკეთებაც იმ მომენტამდე შესაძლებელი იყო, მაქსიმალურად ვაკეთებდი და ის, რაც ვერ გავაკეთე და რაც შეგვეშალა, იმის პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ ახლა აქ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული. რაღაცას რომ ასრულებ, ეს ახლის დასაწყისია ყოველთვის – მინდა, რომ ყველას გვჯეროდეს რომ ერთად, ღირსეულად მივალთ იმ გამარჯვებამდე , რომელიც ქვეყნის იქნება.“ – განაცხადა გიორგი გახარია .

კომენტარები
იტვირთება...