გიორგი გახარია: პრეზიდენტის ბოლო განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, აბსოლუტურად ადეკვატური იყო

სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება იყო აბსოლუტურად ადეკვატური. პოლიტიკური შეფასებები და მოწოდებები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ კი არის სწორედ ის რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოელიან. აღნიშნული განცხადება პარტია ,,საქართველოსთვის” ლოდერმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთში, რეგიონული ოფისის გახანის შემდეგ გააკეთა.

,,რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტის ბოლო განცხადებას იყო აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური შეფასებები ასევე სამომავლოდ მისი მოწოდება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული, ეს არის ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოელიან.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი სურვილია ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურული იდენტობით დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ეს ჩვენი არჩევანია და შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გარკვეულ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ამას რა თქმა უნდა სჭირდება რეფორმები, გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები და ტენდენციები, რომელსაც მმართველი ხელისუფლება მიმართავს, აჩენს ეჭვებს, რომ ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ უკან თუ არ ვიხევთ ერთ ადგილზე ვდგავართ.”- განაცხადა გიორგი გახარიამ

კომენტარები
იტვირთება...