გიორგი გახარია პომპეოს ვიზიტზე: შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა

„დასრულდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც განხილული იყო ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში, ასევე საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველო პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ყველაზე მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია, სავაჭრო და ეკონომიკური შემდგომი ურთიერთობების გარღმავების. ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ინსტიტუტების გაძლიერებას. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო უნდა გავარღმაოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიოული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც არის თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლიც დროსაც გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებნულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად