გიორგი გახარია: პოლიცია და შსს სისტემურ განახლებას ნამდვილად საჭიროებს

"პოლიცია და შსს სისტემურ განახლებას ნამდვილად საჭიროებს",-ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, ეფექტიანი პოლიცია და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარების დღევანდელ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ვერანაირი ეკონომიკა, ვერანაირი ტურიზმი, ვერანაირი კულტურა, ვერანაირი განათლება ვერ განვითარდება. ამიტომაც, ჩვენ სრულიად კონცენტრირებულად ვმუშაობთ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ უსაფრთხოების და მართლწესრიგის ხარისხის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. რეფორმების ამ პაკეტს ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება, რამეთუ გვესმის, რომ დღევანდელი გამოწვევების პირობებში, პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამდვილად საჭიროებს სისტემურ განახლებას და მე ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ შედეგებზე, რომელიც უკვე გვაქვს დეკემბრიდან დაწყებული 6 თვის განმავლობაში, მეშვიდე თვეა და იმ გეგმებზე, რომლებსაც წლის ბოლომდე შევასრულებთ“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად