გიორგი გახარია პედაგოგებს: ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს

ჩვენი ახალგაზრდა თაობა რა თქმა უნდა, უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო, სასურველი და საჭირო ფასეულობებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში, პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხში განათლების და პედაგოგის შინაარსობრივი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დაცული იყოს ბალანსი ტრადიციებსა და თანამედროვე ღირებულებებს შორის.

„ამასთან ერთად, ის გამოწვევები, რომელსაც გლობალური კონკურენცია უსახავს ჩვენს ახალგაზრდას, თუნდაც მაღალი სპეციალიზაციის ნაწილში, თუნდაც ძალიან სპეციფიური ცოდნების ნაწილში, რა თქმა, უნდა, აქაც თქვენი ფუნქცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველაფერს ამას რომ გავცდეთ, ჩვენი სოციალურად აქტიური საზოგადოების ნაწილი ხართ თქვენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად