გიორგი გახარია: “ოცნების” ბოსები ამ ყველაფერს აბრალებენ – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, მაგრამ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე

მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ამ ყველაფერს აბრალებენ – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ, მემარჯვენეებს ან მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე. ეს უპასუხისმგებლობაა! – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის“ თავჯდომარემ გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა. 

მან ზუგდიდში პარტიის ახალი რეგიონული ოფისი გახსნა, რომლის შემდეგაც მედიათან ქვეყანაში განვითარებული მძიმე მოვლენები შეაფასა.

“ეს იყო პოლიტიკური მოვლენა – უმძიმესი საყურებელი – როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები… ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ – ეს იყო გამოხატულება უუნარობის.

გარდა ამისა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც შემდგომ სახელმწიფომ, მართვლემა ძალამ და მართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარ ასე იქნებოდა, გაგაფრთხილეთო და ამის იქით უკვე თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო – არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი.

ამ ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო თურმე, რომ სახელმწიფომ თუ გამაფრთხილა მე რისკების შესახებ, მაშინ ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაზე და შენარჩუნებაზე ქვეყანაში, თურმე, ვიღაც სხვები არიან პასუხისმგებლები. ეს არის ჩვეულებრივი უსუსურობა, მაგრამ ამის შემდგომ უკვე, რაც კიდევ უფრო მიუღებელი და გაურკვეველი იყო, სახელმწიფო ამას ყველაფერს და მმართველი ძალა, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები, ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას – მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ – მემარჯვენეებს, როცა აწყობთ – მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე. ეს კიდევ უპასუხისმგებლობაა!

ჩემთვის მძიმეა ძალიან, უაღრესად მძიმეა, როდესაც მე ვლაპარაკობ ჩემს სახელმწიფოზე, რომელსაც თითოეული საქართველოს მოქალაქე უნდა ვემსახურებოდეთ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა და დღევანდელი პარტიული ბოსები მე მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ, ეს ვიღაცეებს დააბრალონ. ამ ადამიანებს უბრალოდ, სახელმწიფოს ფუნქცია რა აქვთ გააზრებული არა აქვთ! ნუ, სახიფათოა! ეს ყველაფერი უკვე ადის ქვეყნის უსაფრთხოების დონეზე! ეს ყველაფერი რისკს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას!“ – თქვა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...