გიორგი გახარია: “ოცნებამ” 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება

“ოცნებამ” 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება. ქვეყანა კარგად და ცუდად კი არ იმართება, ქაოსია ჩვეულებრივი. “- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა” განაცხადა.

“ერთი გამოვა, რაღაცას იტყვის. მერე 180 გრადუსით დატრიალდებიან, სხვა რამეს ამბობენ. დღეს ქვეყანაში წესრიგის დამყარებაა საჭირო. დღეს, სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღწევები გვაქვს, იმასაც ვერ შევინარჩუნებთ.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...