გიორგი გახარია: ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს – ჯერ ერთი უნდა დავამარცხოთ, მერე მეორეს მივხედოთ

,ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ბოლოს წლების განმავლობაში, ოცნებაში ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანი დავტოვეთ… მაგრამ ეს მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, და სამწუხაროდ მეც იმიტომ წამოვედი იქედან, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წელიწადი – წელიწადნახევარი, ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ახლაც როგორც იქცევიან ესეც ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. ამიტომ ჯერ ერთი უნდა დავამარცხოთ და მერე მეორეს მივხედოთ.“ – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

„თითოეული მუნიციპალიტეტისთვის პარტიას ექნება თავისი განვითარების პროგრამა. ხარაგაული ულამაზესი კუთხე გაქვთ. მიწა ცოტაა, სოფლის მეურნეობას უჭირს, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება! აქ შეიძლება სასმელი წყლის, გზის და კიდევ ბევრი პრობლემა იყოს – ამაზე კონცენტრირებულად უნდა ვიმუშაოთ და სწრაფად მოგვარებადია. მაქსიმალური რაოდენობა ტურისტი უნდა მოვიყვანოთ. ტურისტი, მცირემიწიანი სოფლის მეურნეობა, ხარისხიანი პროდუქტი – ეს არის ძირითადი, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში წარსადგენ კანდიდატებს, პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ადგილობრივების გადასაწყვეტია.
ვინ იქნება მუნიციპალიტეტში სიაში მაჟორიტარი – ეს აქ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ერთი ადამიანი არ იქნება, ვისზეც მე გეტყვით რომ ეს უნდა იყოს – ეს გამორიცხულია, არასდროს არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. თქვენი გადასაწყვეტია ყველასი ერთად.“ – განაცხადა პარტია გიორგი გახარიამ დღეს, დაბა ხარაგაულში პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე.

კომენტარები
იტვირთება...