გიორგი გახარია ოთხი კონგრესმენის წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოთხი კონგრესმენის წეერილს ასაჯაროებს, რომლითაც ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას მიმართეს. წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები – ადამ კიზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი.

„ბატონო პრემიერ მინისტრო.

ჩვენ კონგრესის წევრები გწერთ, როგორც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების გზის დიდი ხნის გულშემატკივრები. მაგრამ, როგორც რამდენიმე ჩვენგანმა 13 დეკემბრის წერილში განვაცხადეთ, შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქვათ დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმაზე და მასთან თანმდევ ძალადობაზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე შეშფოთებულები ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირების გამო.

საქართველო უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნების ხელმძღვანელობით. ჩვენ მოგიწოდებთ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ მისი დაცვა შიდა და გარე ჩარევებისგან.

თქვენს წერილში 17 დეკემბერს, გვპირდებოდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდებოდა. მიუხედავად ამისა, არსებობს ანგარიშები, რომ ფეისბუკმა დახურა ქართული ოცნების მიერ დაფინანსებული ანგარიშების დიდი ქსელი. უბრალოდ მიუღებელია ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები როგორც ჩანს ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ – ანტიდასავლურ განწყობებს.

დამატებით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ანგარიშით, რომ ქართული ოცნების მიერ დანიშნული პროკურორები ხელახლა იწყებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ძველი საქმეების გამოძიებას. მაშინ როდესაც ამ საქმეთა ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს საფუძველი, უმეტესობა განიხილება როგორც მიმართული, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების, მედია მენეჯერების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ჯანმრთელი დემოკრატიის გასაღები და ეს უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელის შესახებაც გარანტიები თქვენმა პარტიამ მოგვცა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ  ჩვენ ვაკვირდებით ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისა და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, თანამედროვე დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე შეერთებულ შტატებში.

სამწუხაროდ, ეკონომიკური ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ ვარდნას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამერიკული და ევროპული კომპანიები განიცდიან შევიწროვებას, რის შედეგადაც ბევრმა საკუთარ ბიზნეს წამოწყებას გადახედეს. უფრო მეტიც, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ სამიზნედ აქცია ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი რაც ხელს უშლის ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტიციების განახორციელებას. შემცირებული უცხოური ინვესტიცია არა მარტო აზარალებს ქართველს ხალხს და მის იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან ღრმა ინტეგრაციის კუთხით არამედ ამასთან ერთად აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში,“ – წერია ამერიკელი კონგრესმენების წერილში.

კონგრესმენების წერილის თარგმანს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად