გიორგი გახარია: ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ბოროტებაა

ოკუპაცია არის ყველზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის”,-ამის შესახებ, პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საშემოდგომო სეისაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სამშობლოს სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ისეთი საყოველთაოდ აღიარებული, საკვანძო საკითხები, რომლებსაც ფასეულობების დონეზე არც ერთი საქართველოს მოქალაქე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ეს საკითხებიც კი სიცრუის საშუალებით დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგალითად ოკუპაცია. ჩვენ ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის და ის ადამიანები, ვინც მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ჩვენ ამ ოკუპაციის შეფასებაში, რაც მიუღებელია.

სამშობლოს სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი. ჩვენ ამ აგრესიულ რიტორიკას, ამ აგრესიულ მოდელირებულ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე, ეს სიმართლე ჩვენთვისაც გამოწვევაა, სიმართლე პირველ რიგში გამოწვევა არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია. არ გვეშინია, რადგან ის საბაზისო ფასეულობები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა ამ ქვეყანაში, რომელმაც მათ მოუტანა საკუთრების უფლების დაცვა, ელემენტარული სოციალური პირობების დაცვა და ა.შ. ეს უკვე საკმარისი არ არის და ჩვენ ეს ფასეულობები უნდა გავაფართოოთ“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად