გიორგი გახარია: ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა უმკაცრესად იქნება დასჯილი!

“ვაჩვენოთ კიდევ ერთი მაგალითი,  პანდემიის პირობებში ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, თავისუფალი, ღია დემოკრატიული და ტრანსპარენტული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა როგორც ჩაიარა წყნარად, მშვიდად და აბსოლუტურად ტრანსპარენტულად და დემოკრატიულ გარემოში, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. ხელისუფლების, მთავრობის, ოპოზიციის, ყველასი, მთელი საზოგადოების, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატიული,  ტრანსპარენტული და გამჭვირვალე და შემდგომი პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს.

ნებისმიერი სახის პროვოკაცია ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა ,რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ იქნება ეს ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცავი სისტემის მიერ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად