გიორგი გახარია ნარკოტესტზე: ჩემს ტესტთან დაკავშირებით მალე საინტერესო ამბებს გაიგებთ

„ზოგიერთებმა სამწუხაროდ დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით, ბანკებით დაიწყეს სირბილი და ამ ბანკებით სირბილს ჯობია, რომ პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, გეგმებზე და ასე შემდეგ.“ – ასე პასუხობს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას თბილისის მერის კახი კალაძის მიერ ნარკოტესტისთვის შარდის ანალიზის ჩაბარებაზე.

„ერთი რამე იცოდეთ ხალხო, ამ ქალაქში, ვინც აქ დავიბადეთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი არასოდეს არ იმალება. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ბანკებით ვირბინოთ, თუ პირისპირ არ გვინდა დაჯდომა დებატებში – მაშინ ვთქვათ, რომ არ გვინდა დაჯდომა, ან ვერ ვჯდებით, ან არ ვჯდებით. ის კი არა, რომ ჟურნალისტებს ვკითხოთ – ამიხსენი აბა ადამიანურად, რატომ უნდა დაუჯდეს ვიღაცასო. არა, უბრალოდ, მე მოქმედ მერს, ისევე, როგორც ნიკანორ მელიას ვთხოვე – დავჯდეთ პირისპირ დებატებში. იმედი მაქვს, რომ ჩემს ამ შეთავაზებაზე სერიოზულ პასუხს მივიღებ. რაც შეეხება ტესტთან დაკავშირებით, სულ მალე ძალიან საინტერესო ამბებს გაიგებთ’’ – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ

კომენტარები
იტვირთება...