გიორგი გახარია: მოუთმენლად ველი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას აშშ-ის სახელმწიფო მდივან პომპეოსთან

მოუთმენლად ველი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას აშშ-ის სახელმწიფო მდივან პომპეოსთან, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მაიკლ პომპეოს ტვიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

„მაიკლ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის სიძლიერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა“,- წერს გიორგი გახარია.

საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ტვიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ თბილისში ჩამოფრენის შემდეგ დაწერა.

„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას ემყარება. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, – დაწერა მაიკლ პომპეომ „ტვიტერში“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად