გიორგი გახარია: მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, 28 იანვრიდან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც, სამწუხაროდ, დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.

„განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად