გიორგი გახარია: მიუხედავად იმისა, რამდენი შვილია ოჯახში, 17 წლის ჩათვლით, ბავშვები 200 ლარს მიიღებენ

პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დააკონკრეტა, როგორ გავრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პაკეტი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რამდენი ბავშვია ოჯახში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას.

“ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში და რა თქმა უნდა სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში.

საქართველოს ყველა მოქალაქე ბავშვი 17 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისთვის”, – განაცახდა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად