გიორგი გახარია: მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი უკვე აღარ არსებობს, კარიკატურაა

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკურ პერსონას, მხოლოდ „ქართული ოცნება“ აცოცხლებს.

„აგერ ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს და თუ ვინმეს ინტერესშია დღეს ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა, მხოლოდ და მხოლიდ „ქართული ოცნების” ინტერესში. საერთოდ ყველას რომ გვესმოდეს, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი უკვე აღარ არსებობს, კარიკატურაა. ერთადერთი ვინც მსოფლიოში სერიოზულად მას აღიქვამს და როგორც პოლიტიკურ პერსონაჟს აცოცხლებს, ეს არის “ქართული ოცნება”. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე დააშინოს. არ გვეშინია. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ისევე, როგორც ჩემი გადაწყვეტილება, თბილისის მერობის კამპანიაში ჩართვის, განპირობებულია იმით, რომ ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე პირისპირ ამ ორ ძალასთან“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...