გიორგი გახარია: მიხეილ სააკაშვილი “ოცნებამ” ჩამოიყვანა – ვერ გათვალეს, პროცესები ვეღარ მართეს და მიიღეს რეინკარნირებული “ნაცმოძრაობა”

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” და ნაციონალურმა მოძრაობამა” ერთობლივი სპეციალური ღონისძიება დაგეგმა და მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებამდე რამდენიმე საათითქვეყანაში ჩამოიყვანეს ძებნილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ვერ გათვალეს და პროცესი ვეღარ მართეს

„ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი არჩევნები ჩატარდა და პირველი შემთხვევაა მიშა სააკაშვილი გვეწვია თბილისში.

მე ყოველთვის ვამბობდი და კიდევ გავიმეორებ, ეს მასკარადი რომელიც სააკაშვილმა და ოცნებამ ერთად დაგვიდგეს, რა თქმა უნდა ეს არის შეთანხმებული.

დღეს, მათ შორის ამ ორ პოლუსს ყველაზე მერად აწყობთ ერთმანეთი.

რა თქმა უნდა ოცნებას ყველაზე მეტად აწყობს სრულად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობა, რომლის რევანშის სურვილი ყველა ზღვარს გადასცდა.

ხოლო ნაციონალურ მოძრაობას დასუსტებული ხელისუფლება, დასუსტებული ოცნება.

ეს იყო სპეციალური ღონისძიება „ – განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემაში „პოლიტიკური ამბები“

 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ანუ ივანიშვილმა მოიყვანა სააკაშვილი?.. რასაც გახარიამ ასე უპასუხა:

“თქვენ ასეთი დამთხვევების გჯერათ, რომ 9 წლის შემდეგ, 1 ოქტომბერს არჩევნებამდე 7 -8 საათით ადრე ქვეყანაში აკავებენ ყოფილ პრეზიდენტს.  რომლის ფუნქცია ბოლო 9 წლის განმავლობაში იყო – გამოაჩინე სააკაშვილი მიიღე 1000-ობით ხმა, გამოაჩინე მიიღე, გამოაჩინე მიიღე, მაგრამ, სამწუხაროს მოხდა ისე, რომ მათ ვერ გათვალეს და ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ ეს პროცესი ვეღარ მართეს. და მიიღეს სრულიად რეინკარნირებული ნაციონალური მოძრაობა, ფაქტობრივად მსხვილ ქალაქებში მუნიციპალურ დონეზე ნაციონალურ მოძრაობისთვის გადაცემული ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს არის უსუსური ორგანიზაცია ოცნების შედეგი. განსაკუთრებით ის სისულელეები რასაც ბოლო 6 თვის განმავლობაში აკეთებდნენ.”

ცნობისთვის, 2021 წლის 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

კომენტარები
იტვირთება...