გიორგი გახარია: მესტიაში ბევრი ტურსიტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, საპანიკო არაფერია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მესტიის მუნიციპალიტეტში გადაადგილება შეიზღუდა.

“ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების გატარება. რა თქმა უნდა იქნება შეზღუდვები გადაადგილებაზე. ის უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, იმისთვის რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი, გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურსიტია, არავინ არ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არ არის, ჩვენ ვმართავთ პროცესს” – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სვანეთში, სოფლები უშგული და ლენჯერი ჩაიკეტა

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად