გიორგი გახარია: მე გავეცი ბრძანება, პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომელიც კანონით გაწერილია 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

“ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა, ყველაზე მარტივია. თუმცა, ამასთან ერთად წასვლა ამ მომენტში, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არა პასუხიმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობიდან გაქცევა.

მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომელიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი.

რატომ? იმიტომ რომ პოლიციის და შსს-ს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები, მართლწესრიგი და სამოქალაქო საზოგადოება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...