გიორგი გახარია: მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა  გაგრძელდება.

„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთებით წელს გაიზარდა პენსია პენსიონერებისთვის 20 ლარით. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი“,- განაცხადა გახარიამ და განმარტა, რომ  ეს საკმარისი არ არის.

მისივე თქმით, უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზის გამო:

” ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ. ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, მძიმე ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში, ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის გამსჭვალული, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად