გიორგი გახარია: მადლობა ჩვენს მოქალაქეებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის

პირველ რიგში, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გადავუხადო მადლობა, იმ გულისხმიერებისთვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ავლენდნენ ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მე მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის, ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ ქვეყანას.

ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა გახლავთ შემდეგი, რომ ჩვენ არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა. დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა, გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო, დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა. თითოეული ზაფხულის თვე, შემოდგომამდე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში. სამწუხაროდ უკვე გაჩნდა ასეთი ლექსიკა, პირველი ტალღის ეტაპზე, ამიტომ, საბჭო გააგრძელებს მუშაობას იგივე ფორმატში, ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, გვემატება ეკონომიკაზე ზრუნვა და პოლიტიკური პროცესი, არჩევნებზე ზრუნვა“, – განაცხადა გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად