გიორგი გახარია: ხაზარაძეს დებატებში მაშინ დავუჯდები, როცა პოლიტიკური ამბიციებისა და ილუზიებისგან განთავისუფლდება

ხაზარაძეს დებატებში მაშინ დავუჯდები, როცა პოლიტიკური ამბიციებისა და ილუზიებისგან განთავისუფლდება, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, როდესაც ამ ტელევზიის დამფუძნებლის მამაზე ან მამუკა ხაზარაძეზე ვთქვი, რომ დამნაშავეა-მეთქი.

კითხვაზე, მთავარი მოქმედი პირი ხომ ის იყოს წერილის გადაცემის და ეს ხომ ერთიანი კონტექსტია, გახარია პასუხობს, რომ არ არის ერთიანი კონტექსტი.

“ასე ყველაფერს, რომ ვამარტივებთ, მერე იმიტომ უჭირს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება. ამ ქვეყანაში ეს ცხოვრება და პოლიტიკა რთულია. თუ ყველაფერი ერთად მოვხარშეთ, მერე ვიღებთ რას იცით? – აქეთ “ნაცს”, იქით “ოცნებას” და ვიძახით, რომ არჩევანი არ გვაქვს. თეთრსა და შავს შორის ძალიან დიდი პალიტრაა. მაგ წერილის გადაცემის კონტექსტში მე გამოვდივარ დამნაშავე, მე მაბრალებთ”, – თქვა გახარიამ.

ინგა გრიგოლიას მოწოდებაზე, რომ დებატებში მის ეთერში დაჯდეს მამუკა ხაზარაძესთან ერთად პასუხობს:

“როგორც კი პოლიტიკური ამბიციებისგან განთავისუფლდება და ილუზიებისგან, მე პრობლემა არ მაქვს, დავუჯდები. საერთოდ პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ასე, რომ მთელი სამყაროს მის წინააღმდეგაა და თვითონ, რომ ანგელოზია და დამნაშავე არ არის, არ მოსულა ასე”, – თქვა გიორგი გახარიამ.

გადაცემის ბოლოს ინგა გრიგოლიამ გახარიას უთხრა: “მამუკა ხაზარაძემ მომწერა, გაბედოს და დამიჯდეს დებატებში, რას ნიშნავს პოლიტიკიდან წავიდე? – რაზეც გახარიას პასუხი ასეთია:

“მამუკა ხაზარაძემ ჯერ გაბედოს და თავისი კანდიდატურა დააყენოს თბილისის მერობისთვის ბრძოლაში და მერე დავუჯდები”.

კომენტარები
იტვირთება...