გიორგი გახარია: “ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა მოხმარდეს ხალხს”

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, საქართველოს მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვისას განაცხადა.

“ეს იყო პირველი ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ, მთელი პოლიტიკური გუნდი ერთად ვმუშაობდით ამ ბიუჯეტის შექმნაში მონაწილეობდა პარტიის თავმჯდომარე, ასევე მთავრობის თითოეული წევრი, თითოეული დეპუტატი ყველა დაინტერესებული პირი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი არის გამსჭვალული იმ სულისკვეთებით, რომ ხალხის ფული მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხმარდეს ხალხს, ეს არის ის სულისკვეთება, რომელსაც ეყრდნობა ეს ბიუჯეტი და ეს არის ის ჩვენი ვალდებულება, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად