გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემა აღჭურვილობით და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სტრატეგიაა ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით, ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს, მაგრამ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურეობა და სერვისები, პირველ რიგში, მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ – ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკულ დაავადებულებს, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე მართვა, კოვიდ-სასტუმროებში მართვა, საავადმყოფოებში მართვა – ეს ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ჩვენ, მოქალაქეები მათ შორის, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ იმ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ 24 საათიანი მეთვალყურეობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად