გიორგი გახარია: ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 ლოგინი

დღეს, დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული შემთხვევა დადასტურდა, რის გამო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, როგორც ბათუმში და ქობულეთში, მსხვილ ქალაქებში, თბილისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, გორში და ქუთაისში სასწავლო პროცესი გაიდო 1 ოქტომბრამდე.

“დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი – ლოგინი, იმისთის რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად მკურნალობა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით, მიუხედავდ იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ჩვენ სრულად ვფლობთ და ვმართავთ ამ სიტუაციას, არანაირი საფუძელი პანიკის არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, დღეს, დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 20 პაცენტი გამოჯანმრთელდა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად