გიორგი გახარია: იმედმა თქვა, რომ გახარიას ეთერს არ დავუთმობთ, იმიტომ რომ ეჭვი გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდესო. გუშინ თუ გუშინწინ მთელი სიუჟეტი დაუთმეს მიხეილ სააკაშვილს

„ახლა მეც ასეთი შეკითხვა მაქვს: ტელეკომპანია იმედმა თქვა, რომ გახარიას ეთერში არ მოვიწვევთ და ეთერს არ დავუთმობთო, იმიტომ რომ ეჭვი გვაქვს რომ ნაციონალურ მოძრაობასთან შეიძლება რაღაც კავშირი ჰქონდესო.” – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“გუშინ თუ გუშინწინ ტელეკომპანია იმედმა მთელი სიუჟეტი დაუთმო მიხეილ სააკაშვილს და ამის შემდგომ საერთოდ რა მორალურ უფლებაზე საუბრობენ? რაც ახლა ხდება, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ვინმე ამ ქვეყანაში შეძლებს რომ ნაციონალური მოძრაობა დაამარცხოს – ეს ვიქნებით ჩვენ.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...