გიორგი გახარია: კიდევ ერთხელ ვამბობ – არავის არ ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი არ გვეშინია

გიორგი გახარია დღეს ჩხოროწყუში შეხვდა მხარდამჭერებს და პარტიის ხედვებზე ესაუბრა. გახარიამ ოცნებაში დარჩენილ „ღირსეულ ადამიანებზეც“ და ხელისუფლების მიერ პარტიის მხარდამჭერების შევიწროების მცდელობებზეც ისაუბრა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მისი მუქარების არავის ეშინია.

„კიდევ ერთხელ ვამბობ – არავის არ ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი არ გვეშინია. და ვერანაირი მუქარებით, რაღაც სამსახურიდან გაგდებებით და ესე – ვერავის ვერ შეაშინებენ, საერთოდ ვერავის. მინდა თითოეულ ადამიანს ვუთხრა: იცოდეთ რომ თითოეული თქვენგანის გვერდით ვდგავარ და აბა მოვიდნენ და ვინმეს დაემუქრონ. ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედავს ამ ქვეყანაში რიგითი ადამიანის დაშინებას იმით, რო სამსახურს დაკარგავს და ხელფასს დაკარგავს. ეს არი უღირსობა უბრალოდ. არაფერს სხვას ნაცები იმ 2012 წელს არ აკეთებდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა და ვიცი, რომ იქ ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს – განსაკუთრებით, საჯარო სამსახურში. საჯარო სამსახურში ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, ხელი გავუწოდოთ და ვუთხრათ, რომ გვესმის ყველაფერი და მოვა დრო როდესაც ამ ქვეყნის მომავალზე ერთად უნდა ვიზრუნოთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ.“ – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...