გიორგი გახარია გიგა ბოკერიას: თქვენი გეგმის მიხედვით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრევა

ასე უპასუხა პრემიერ-მინსიტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ერთერთ ლიდერს გიგა ბოკერიას პარლამენტის პლენრულ სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ემოციურად და კატეგორიუალდ მითხოვა პასუხი, რატომ არ დაეხმარა მთავრობა თავის მოქალქეებს საპენსიო ფონდის სახსრებით.

“ბატონო გიგა, გუშინ თუ გუშინწინდელის შემდეგ, ვიღაც გაგიჯავრდათ და დღეს ძალიან აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ. დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად… რეალურად არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გეგმის მიხედვით, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იქნება ჩამონგრეული. თქვენ უბრალოდ, სულელური ციფრებით, ამისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდით, პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით და სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც თქვენ ცდილობთ, რაღაცნაირად ვიღაც მოხიბლოთ და გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად