გიორგი გახარია: ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა, არ მოხვიდე, თორემ ნარკოტიკი ამოგივარდებაო

“კი გამიკვირდა რა ჯანსაღი ცხოვრების წესი, გამოდის, რაღაცებს იმას შვრება კახა, შემოაგდო ეს თემა და მერე გაიპარა იქედან. ” – განაცხადა გიორგი გახარიამ ნარკოტესტის თემაზე კომენტარის გაკეთებისას.

მე, ადამიანს, რომელსაც ნარკოტიკებთან ცხოვრებაში არანაირი კავშირი არ მქონია, საერთოდ… ამათ ჰგონიათ, რომ ადამიანები სულელები არიან და ტვინში ჩაუდებენ რაღაც რეფლექსებს.

მე არ ვიცი ჩემი წარსულიდან გამომდინარე თუ რის გამო, ღვთისნიერმა ადამიანმა გამაფრთხილა უბრალოდ, არ მოხვიდე, თორემ ამოგვარდება ნარკოტიკიო. ვერ დავიჯერე.  კიდევ კარგი, რომ გამაფრთხილა, ამას მერე მოყვა მთელი რიგ ინფორმაციები, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი, რა ხაზებით უნდა შემოსულიყო და ასე…

ზოგიერთები დღეს რომ რაღაცას ტლიკინებენ, მე არ მინდა ამას მივცე კამპანიური ხასიათი” – განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველზე.

კომენტარები
იტვირთება...