გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა

ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ “ჟურნალისტებთან” საუბრისას განაცხადა. გახარიამ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. გახარიას გამოკითხვა 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მოხდა.

“დაისვა ყველა კითხვა, რომელიც აინტერესებდა მიმდინარე გამოძიებას. მოგეხსენებათ რომ გენერალურ პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო. ყველა ამ კითხვაზე ჩემს მიერ იქნა პასუხი გაცემული”,-განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად