გიორგი გახარია: გავიტესტე, და უარყოფითი პასუხი მივიღე

არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში – ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე, ასეთი მოცემულობა მე არ მქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში გურიაში გამართული ღონისძიების შემდეგ, სადაც რამდენიმე ადამიანს კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა.

პრემიერის თქმით, მან ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

„არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში – ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ. თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე გავიტესტე, როდესაც დავბრუნდი და საბედნიეროდ, უარყოფითი პასუხი მივიღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად