გიორგი გახარია: ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, სადაც გიორგი გახარიამ ფრაქციის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

შეკითხვა, რომელიც  20 ივნისს გაცემულ ბრძანებებს რეზინის ტყვიებს შეეხებოდა,  გიორგი გახარიას განცახდებით, სრულად აგებს პასუხს, რომ იმ ღამეს უკანონო ბრძანება არ გაცემულა.

„იყო რამდენიმე სიტყვა ნათქვამი რეზინის ტყვიებზე და გავრილოვის ვიზიტზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ყველაფერი, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებული, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვაქვს პოზიცია, რომ ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერმინი დავამკვიდროთ. იმ ღამით უკანონო ბრძანება არ გაცემულა. ამაზე ჩვენ ვაგებთ სრულად პასუხს და ვიღებთ დამატებით პასუხისმგებლობას იმის სახით, რომ ვსხედვართ დღეს აქ თქვენს წინაშე და პასუხებს ვცემთ თქვენ კითხვებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რამდენად ვართ ჩვენ ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები. ამას გამოძიებაც დაადასტურებს, დროც და პოლიტიკური შეფასებებიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად