გიორგი გახარია: ეს არის კიდევ ერთი ტყუილი – “ელექტრონული კომუნიკაციების”ცვლილების კანონპროექტი მედიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

როგორც მე ვიცი „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას..

“ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, მედიის თვალსაზრისით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას.

ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და დაჩქარებული წესით განიხილავს.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

 

დიდი ნაღმი”, “კატასტროფა”, “საშინელება სამართლებრივი კუთხით“, „ანტიკონსტიტუციური“ – ასე აფასებენ დარგის ექსპერტები და იურისტები საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებულ ცვლილებებს.პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 6 ივლისს დარეგისტრირებული საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება. გარდა ამისა, კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს. მედიის მფლობელებისა და მედიაექსპერტების მხრიდან გამოთქმული მძლავრი პროტესტის ტალღას მალევე მოჰყვა არანაკლები პროტესტი ავტორიზებული პირების მხრიდან. წერილი, რომელსაც ხელს 8 კომპანიის წარმომადგენელი აწერს, უკვე გაიგზავნა მთავრობისა და პარლამენტის სახელზე. სასწრაფო წესით ინიცირებული და კიდევ უფრო სასწრაფო წესით დაწერილი კანონი, შესაძლოა ტესტი აღმოჩნდეს მთავრობისთვის ბიზნესისა და კერძო საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით. სახელმწიფო მმართველის დანიშვნა კერძო კომპანიებში უკვე შეფასდა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის მცდელობად.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად