გიორგი გახარია: ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხებია

ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გარემოსდაცვითი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიღებას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება.

„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხები. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება~, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად