გიორგი გახარია დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს

მთავრობის მეთაური მილოცვაში ხაზს უსვამს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის როლს და წარმატებებს უსურვებს.

„თქვენ რთული და საპასუხისმგებლო პროფესია გაქვთ, რომელიც მტკიცე ნებისყოფას, ქვეყნის უანგარო სიყვარულს და მუდმივ შრომას მოითხოვს. თითოეული თქვენგანი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაში. გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად