გიორგი გახარია: დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს დროში უნდა იყოს დაკავებული

საქართველოს პარემიერ მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში, გუშინ განვითარებულ მოვლენებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი სისტემის მუშაობის მთავარი ამოცანა დანაშაულის ჩამდენი პირის უმოკლეს დროში დაკავებაა.

“გუშინ, ზუგდიდში შექმნილი ურულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს პირველი რიგის ამოცანა იყო მხოლოდ და რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს პირველი რიგის მხოლოდ ამოცანაა. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შინაგანს საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ სისტემას სრულად აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის, რა თქმა უნდა, ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შესარულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომი აღქმაში გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს დღეს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე”,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად