გიორგი გახარია: ჩვენი ქვეყნის წარმატება გადის თბილისის წარმატებაზე 

ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება გადის თბილისის წარმატებაზე. ვიცი, რომ სულ მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული, კიდევ უფრო კომფორტული ქალაქი და ყოველთვის გვემახსოვრება ამ ქალაქის ყველაზე დიდი ნიშანი – ტოლერანტობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეკრებილ საზოგადოებას თბილისობა მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი.

„თბილისელებს მინდა მივულოცო თბილისობა. ეს დღესასწაული მახსოვს ბავშვობიდან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ მდუმარე მწუხარებით ვხვდებით ამ დღესასწაულს. მინდა თბილისობა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს, ამ სცენაზე იდგნენ და მინდა თითოეულ ჩვენგანს, თანამედროვეს, თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვო, რომ ისე ვემსახუროთ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს, რომ ასე შეგვეძლოს ამ სცენაზე ამოსვლა, ამ ასაკში და ასეთი ღვაწლით. მე მახსოვს ის ეზო, სადაც გავზარდე, როდესაც ამ ეზოში ტოლერანტობით განმსჭვალული სხვადასხვა ნაციონალობის წარმოდგენილი ადამიანები სიკეთესაც ლხინსაც და ჭირსაც ვხვდებოდით ერთად. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად