გიორგი გახარია: ჩვენი მთავარი პრობლემა არჩევნების დროს იქნება როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები ოცნებისგან და ნაცმოძრაობისგან

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა – გიორგი გახარიამ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრა ისნის რაიონიდან დაიწყო. გიორგი გახარია მოსახლეობას პარტია „საქართველოსთვის“ თბილისში ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან დავით გოგიძესთან და პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს სიის წევრთან – ტატა ხვედელიანთან ერთად შეხვდა.

“ჩვენ რასაც ვამბობთ – იმას ვაკეთებთ. ტყუილებს არ ვპირდებით ადამიანებს და ამით არც ჩვენს თავს ვაყენებთ შეურაცხყოფას და არც სხვას. რაც არ არის გაკეთებადი, იმაზე ვიტყვით რომ არ არის გაკეთებადი. თქვენ მე მიცნობთ – მე შეცდომებიც ბევრი დამიშვია, საქმეც ბევრი გამიკეთებია – მაგრამ ყოველთვის რაც მითქვამს ის გამიკეთებია და ვიცოდი რას ვემსახურებოდი, პარტიას და ვიღაც ადამიანებს კი არ ვემსახურებოდი – ქვეყანას და სახელმწიფოს ვემსახურებოდი და ესე გავაგრძელებ თბილისშიც და საქართველოშიც! ეს არის მთავარი, თორემ ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ პარტიის და კიდე ვიღაცის მსახურება არის ცხოვრების თვითმიზანი – არა, ცხოვრების მიზანი ქვეყანა და სახელმწიფოა.ჩემთვის ასე იყო, მე ასე მასწავლიდნენ და ასე ვიზრდებოდი.
ერთი რამე უნდა იცოდეთ – ჩვენი მთავარი პრობლემა არჩევნების დროს იქნება როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები ოცნებისგან და ნაციონალური მოძრაობისგან. ოღონდ ჩვენ მაქსიმალურად დაგვაზიანონ, ისინი შეთანხმდებიან და ეს შეთანხმება უკვე დაწყებულია. ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ და ამიტომ ვართ იქ, სადაც ვართ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები
იტვირთება...