გიორგი გახარია: ჩვენ „ლოკდაუნს“ არ გამოვაცხადებთ – ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს 

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარია თქმით, კორონავორუსი პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის ჩაკეტვა პირველ ეტაპზე გამართელებული იყო.

მისიმ თქმით, ამ ეტაპზე “ლოკდაუნი”(ჩაკეტვა) გაუმართლებელია, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს.

“არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ქვეყანაში ელემენტარული პირბადე არ გვქონდა- პირბადეების დეფიციტი იყო ქვეყანაში. ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა ამ ვირუსთან დაკავშირებით არ გვქონდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია და ჩვენ ყველას იმედი გვქონდა, რომ გაჩნდებოდა ვაქცინა, სამწუხაროდ ეს ვაქცინა არ გაჩნდა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და “ლოკდაუნი” იყო აბსოლუტური სწორი გადაწყვტილება. იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. პირველი, გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არ ქონის გამო.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90%-ზე მეტს ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა მსგავს “ლოკდაუნს” ჩვენ არ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და უბრალოდ ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად