გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ!

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში გამარჯვებას ულოცავს მხარდამჭერებს.

“ჩვენ გავიმარჯვეთ!
• მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა!

• ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც, სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ.

• მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ.

• მადლობა ყველას – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.

• ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინ-სვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი”, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქში“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად