გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში, რომლის ფასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე იციან

ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ რაც ყველაზე მთავარია სამართლიან ბრძოლაში. ამ სამართლის ფასი დღეს ამ ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უკვე იციან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, აქ, ყვარელში, ილიას სახლმუზეუმიდან ჩვენ უნდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს უნდათ წარსული დაგვავიწყონ, ეს წარსული არ უნდა დავივიწყოთ და დღეს 11 აგვისტოს, პირველ რიგში, უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 ქართველი ახალგაზრდა, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოს ერთიანობისთვის ყველანაირი ყოყმანის გარეშე ამ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გასწირეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომლებზეც უნდა მოვუყვეთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად