გიორგი გახარია: ჩვენ ევროპულ გზას არ გადავუხვევთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანია

ჩვენ ევროპულ გზას არ გადავუხვევთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანია,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“გუშინ საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად დიდი შესაძლებლობა. საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პირველად და საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა 20 წლის წინ.

დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სრულფასოვნად დღის წესრიგის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხედვით, და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში.

კოლეგებო, როდესაც საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი 20 წლის წინ, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ აიღო ვალდებულება და დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. და მიუხედავად იმისა,რომ ეს არ არის მარტივი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ წლების განმავლობაში მოუწევს წლების განმავლობაში იყოს სრული რეფორმირების და სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. რასაც ჩვენ ვადასტურებთ დღესაც, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად